ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ ახალ პაკეტს წარუდგენენ
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ ახალ პაკეტს წარუდგენენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით, სხვა წამახალისებელი ღონისძიების შესახებ მომავალ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს გეგმას წარუდგენენ.

მისივე თქმით, საჭიროა გაიზარდოს ვაქცინაციის ტემპი, რათა მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

„არსებობს გეგმა, თუ რას ვაპირებთ. იგივე მომავალი სამშაბათისთვის დავალებებია, რომ გარდა მარათონისა, რაც დავიწყეთ, ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით, წამახალისებელი ღინისძიებების სხვა პაკეტი იქნას წარდგენილი, რათა საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

დატოვე კომენტარი