ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს 18 წლამდე პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა იგეგმება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს 18 წლამდე პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები 18 წლამდე პირებში არ ტარდება.

შესაბამისად, როგორც გამყრელიძე ამბობს, ამ ასაკის ადამიანების აცრას არ აპირებენ.

აღნიშნული კომენტარით გამყრელიძემ უპასუხა ერთ-ერთ კითხვას: „წავიკითხე სტატია, სადაც წერია, რომ ბავშვებზე აპირებთ ვაქცინაციას, რამდენად მართალია“.

„არაფერს არ ვაპირებთ, ჯერჯერობით 18 წლამდე ეს ვაქცინები არ კეთდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემაც და კითხვის ავტორს ურჩია, არასერიოზულ წყაროებს ნუ გაეცნობა.

„ერთი რჩევა მექნება იმ მოქალაქისადმი, ვინც მოიწერა, რომ წაიკითხა, არასერიოზულ წყაროებს ტყუილად ნუ კითხულობს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.