ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ ქვეყანაში შემოსულმა მგზავრმა 72 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარადგინოს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ ქვეყანაში შემოსულმა მგზავრმა 72 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარადგინოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ საქართველოში შემოსულმა მგზავრებმა 72 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მათთვის კი, რომლებსაც ტესტირება ორჯერადად ექნებათ ჩატარებული, დამატებით ტესტირება სავალდებულო არაა.

„რეგულაციები იქნება ძირითადად ის, რომ ორჯერადად, ანუ სრულიად აცრილი ადამიანები, ვინც შემოვლენ, მათთვის არაფერი იქნება საჭირო. დანარჩენებზე აუცილებელია ბოლო 72 საათის პისიარ ტესტი. შემდეგ გარკვეული განმეორებები საჭირო იქნება თუ არა, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.