ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული წინადადებები დღესაც განიხილა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული წინადადებები დღესაც განიხილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი პირებისთვის შეღავათებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული წინადადებები დღესაც განიხილა.

„პრემიერთან ალბათ კიდევ იქნება შეხვედრა მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში, რომ გარკვეული შეღავათები, საუბარია ვთქვათ კომენდანტის საათთან, იგივე სამასპინძლო დაწესებულებებთან მიმართებაში ან პირბადესთან, მაგრამ ვიდრე ქვეყანაში კრიტიკული მასა არ აიცრება, ჩვენ პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი