ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა გადაეცა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, სახელმწიფომ წელს სულ შეისყიდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 235 000 დოზა, საიდანაც დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 გადაეცა ოკუპირებულ აფხაზეთს.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, საქართველოში გაცილებით მეტი იყო გრიპის ვაქცინა, ვინაიდან, მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორს დაახლოებით 60 000-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული.

„ჩვენ შევისყიდეთ 235 000 დოზა, სახელმწიფომ, თორემ გრიპის ვაქცინა გაცილებით მეტი იყო ქვეყანაში, როგორც მაქვს ინფორმაცია, კერძო სექტორს დაახლოებით 60 000-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული. დღევანდელი დილის მონაცემებით, დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს, საქმის კურსში რომ ბრძანდებოდეთ, ასევე აიცრა ჩვენი ქართული ჯარი და კიდევ ის რისკ ჯგუფები, რაც ჩამოთვლილია“, – განაცხადა გამყრელიძემ.