ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მესტიასა და ყაზბეგში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მესტიასა და ყაზბეგში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

მესტიასა და ყაზბეგშიც ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მესტიაში დღეისთვის კორონავირუსის 47 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ყაზბეგში 14.

„მთლიანად მესტიაში 3367 ნიმუშია აღებული და გამოკვლეული, ამას ემატება დაახლოებით 1009 ნიმუში, ეს არის იმ პირთა ნიმუშები, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიაში. ქვეყანაში მოსახლეობის თვითშეგნება გაზრდილია, მათ მიმართეს ლაბორატორიებსა და სამედიცინო დაწესებულებებს. 47 დადებითი შემთხვევა გვაქვს, რომელთა უმრავლესობა გახლავთ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. სიტუაცია სრულად მართვადია. რაც შეეხება ყაზბეგს, აქ გვაქვს 14 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ოთხი არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, დანარჩენი მათთან კონტაქტები. დაახლოებით 380-მდე ნიმუშია სულ აღებული. კარგია ის, რომ ყაზბეგში აღებული ბოლო სამი დღის ნიმუშებიდან ჯერ არც ერთი დადებითი არ არის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.