ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევათა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევათა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, საქართველოშიც კორონავირუსის სიმპტომები შედარებით შემსუბუქდა და მძიმე შემთხვევების რაოდენობამ შესამჩნევად იკლო.

„ყოველ თვე-ნახევარში ერთხელ ანალიზს ვაქვეყნებთ და უკვე მესამე გამოქვეყნებული ანალიზი 11 ივლისის მონაცემებით არის შესრულებული. სწორედ იქ ნახავთ, რომ ინფიცირებულების საერთო რაოდენობის მიხედვით მომზადებულ მეორე და მესამე გამოცემებში, ხვედრითი წილი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებისა გაცილებით მეტია, ვიდრე ეს იყო, ვთქვათ, მარტსა და აპრილში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით რთული სათქმელია, რამ გამოიწვია კორონავირუსის სიმპტომების შემსუბუქება.

„ამაზე იმოქმედა სითბომ, თუ თვითონ ვირუსი თანდათან კარგავს ვირულენტობას, დღეს ძნელი სათქმელია, ამას გამოაჩენს, ალბათ, შემოდგომა”, -აღნიშნა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი