ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმუნიზაციის საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაცია
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმუნიზაციის საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს თუ არა „სინოფარმით“ ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს თუ არა ქვეყანაში „სინოფარმით“ ვაქცინაცია.

„ხვალ თუ არა ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო სამინისტროში და მთავარი განხილვის საგანი იქნება, დავიწყებთ თუ არა მანამდე ვაქცინაციას. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაწყებულია 40-ზე მეტ ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც „სინოვაკით“, თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე, ეს ვაქცინა საკმაოდ კარგად მუშაობს. ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, ძალიან კარგად ასრულებს თავის მთავარ დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.