ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. ელიავასა და „დინამოს“ ბაზრობებზე ტესტირებისას კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. ელიავასა და „დინამოს“ ბაზრობებზე ტესტირებისას კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება თბილისში სამ დიდ ბაზრობაზე – ლილოს, ელიავასა და „დინამოს“ ბაზრობებზე ჩატარდა.

ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „დინამოსა“ და ე.წ. ელიავას ბაზრობებზე ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

„კვლევები ჩატარდა თბილისში სამ დიდ ბაზრობაზე. ყველაზე დიდი გახლდათ ლილოს ბაზრობა, სადაც თუ არ ვცდები, 4 700-მდე ადამიანია გამოკვლეული, ასევე ჩატარდა კვლევა ელიავას ბაზრობაზე, სადაც 500, ხოლო „დინამოს“ ბაზრობაზეც გამოკვლეულია 500 ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. არსად დადებითი შემთხვევა არ გვქონია. ლილოს ბაზრობაზე თავიდან იყო ოთხი შემთხვევა, შემდეგ დაემატა ორი ინფიცირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.