ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსი 400-ზე მეტ ტურისტს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, გაზრდილი მობილობა ვირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი რისკფაქტორია.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს მივაწოდე ინფორმაცია, რომ ტურისტებში ბოლო ერთ თვეში ვირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ასევე ვაუწყე მათი იზოლირების შესახებ. ანუ გაზრდილი მობილობა რა თქმა უნდა, ერთ-ერთი რისკფაქტორია შემთხვევების ზრდის. 400 ტურისტიდან ზოგს ადგილზე, ზოგს შემოსვლის შემდეგ დაუფიქსირდა ვირუსი. შტამებზე ვერ გეტყვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი