ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებს მოუწოდებს, გამოცდების პერიოდში, მოცდის დროს დისტანცია დაიცვან
ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებს მოუწოდებს, გამოცდების პერიოდში, მოცდის დროს დისტანცია დაიცვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებს მოუწოდებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მოცდის დროს დისტანცია დაიცვან.

„იგივე მშობლებთან მოწოდება, როცა უცდიან, მესმის, ყველა განიცდის, ნერვიულობს, როცა შვილი შესულია გამოცდაზე, ასე ვიყავი მეც და ალბათ ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ მაშინ არ იყო პანდემია, დღეს პანდემიაა. ამიტომ დისტანცირება უნდა დავიცვათ, როცა ველოდებით ბავშვის გამოსვლას, დისტანცია მეტრანახევარი, ორი მეტრი დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

გამოცდებზე აბიტურიენტებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.