ამირან გამყრელიძე - 1 186 ახალი შემთხვევიდან 20-25 პროცენტამდე ექვემდებარება ჰოსპიტალურ მკურნალობას, ანუ საჭიროა 300-მდე საწოლი, ქვეყანაში კი დილისთვის 900 საწოლი იყო თავისუფალი
ამირან გამყრელიძე - 1 186 ახალი შემთხვევიდან 20-25 პროცენტამდე ექვემდებარება ჰოსპიტალურ მკურნალობას, ანუ საჭიროა 300-მდე საწოლი, ქვეყანაში კი დილისთვის 900 საწოლი იყო თავისუფალი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, დილის მონაცემებით, ქვეყანაში სპეციალიზებულ დაწესებულებებში 900 თავისუფალი საწოლი იყო მობილიზებული.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი 1 186 შემთხვევიდან ჰოსპიტალურ მკურნალობას კი პაციენტების მხოლოდ დაახლოებით 25 პროცენტი საჭიროებს.

„დღეს დილისთვის 900 თავისუფალი საწოლი იყო ქვეყანაში. 1 186 ინფიცირებულიდან, საავადმყოფო ჰოსპიტალურ მკურნალობას ექვემდებარება 20-25 პროცენტამდე ადამიანებისა. ანუ, ამ ადამიანებისთვის დაახლოებით 200-დან 300-მდე უნდა იყოს თავისუფალი. როგორც სამინისტროს ინფორმაციიდან ვიცი, ქვეყანაში დაახლოებით 900-მდე საწოლი იყო თავისუფალი სხვადასხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში – ბავშვთა, მოზრდილთა და ა.შ.“ – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გამოძახებისას სასწრაფო დახმარების დაგვიანების შემთხვევებს, გამყრელიძე ამბობს, რომ სისტემა გადატვირთულია, თუმცა დარწმუნებულია, მალე ყველაფერი დალაგდება.

„რაც შეეხება დაგვიანებას, ეს ძალიან კარგად მესმის, რადგან სისტემა გადატვირთულია. ჩვენ დაახლოებით 300 ახალი შემთხვევიდან უცბად ავედით 500-ზე, შემდეგ 800-ზე, 1 100-ზე. ეს არ არის მარტივი ადაპტაცია. როგორც წესი, 3, 4, 5 დღის განმავლობაში დგება ჩარჩოებში. დარწმუნებული ვარ, ესეც ჩადგება ჩარჩოებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.