ამირან გამყრელძე - ჩვენ წარვადგინეთ რეკომენდაციები გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესებაზე, თუმცა ეპიდსიტუაცია თუ გაუარესდება, უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ
ამირან გამყრელძე - ჩვენ წარვადგინეთ რეკომენდაციები გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესებაზე, თუმცა ეპიდსიტუაცია თუ გაუარესდება, უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს რეკომენდაციებით, რომელიც მათ შორის გულისხმობს გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესებას.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება თუ გაუარესდება, საკოორდინაციო საბჭოს უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციითაც მიმართავენ.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხებში ყოველთვის უფრო რადიკალურია, ჩვენ წარვადგინეთ მთელი ნუსხა რეკომენდაციების, სადაც მთავარი არის ერთი მხრივ იმუნიზაციის და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად ინტენსიფიცირება, მეტი აქტიურობა, რომ ავიცრათ, მორე მხრივ გონივრულობის ფარგლებში შეზღუდვების დაწესება, მაგრამ, ამავე დროს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება გაუარესების ტენდენცია, მაშინ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.