ამირ ოჰანა - არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო შალვა პაპუაშვილთან, განვიხილეთ ის კარგი ურთიერთობები, რაც არის საქართველოსა და ისრაელს შორის, ვისაუბრეთ, როგორ გავაღრმაოთ შემდგომში ეს ურთიერთობები
ამირ ოჰანა - არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო შალვა პაპუაშვილთან, განვიხილეთ ის კარგი ურთიერთობები, რაც არის საქართველოსა და ისრაელს შორის, ვისაუბრეთ, როგორ გავაღრმაოთ შემდგომში ეს ურთიერთობები

დავასრულეთ არაჩვეულებრივი, წარმატებული შეხვედრა, სადაც ვისაუბრე ჩემს კოლეგასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, განვიხილეთ ის კარგი ურთიერთობები, რაც არის საქართველოსა და ისრაელს შორის და ის მიმართულებები, როგორ შეიძლება, გავაღრმაოთ შემდგომში ეს ურთიერთობები პარლამენტების ძალისხმევით, – ამის შესახებ ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ, ამირ ოჰანამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ისრაელს შორის კავშირები კიდევ მეტად გაღრმავდება.

„ჩვენ ისტორიული კავშირები და კონტაქტები გვაკავშირებს. ერთი თვის წინ იყო ჩვენი ქვეყნების პრემიერებს შორის შეხვედრა და დღეს ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეები, ვაგრძელებთ თანამშრომლობას. მეგობრობის ჯგუფები არაჩვეულებრივად მუშაობენ. ეს კონტაქტები უაღრესად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ ის აუცილებლობა, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა ირანის ძალისხმევის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცდილობს უსაფრთხოების დესტაბილიზაციას. ჩვენი არაჩვეულებრივი კონტაქტები უსაფრთხოების სფეროში გადაარჩენს ბევრ სიცოცხლეს, უნდა ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ, ამ მხრივ ვდგავართ ერთად. ასევე, ხაზი გავუსვით ისრაელის თანმიმდევრულ პოლიტიკას და მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უნდა ვაღიარო, რომ დღეს პირველად ჩამოვედი საქართველოში. უნდა აღვნიშნო გულთბილი დახვედრა, სტუმართმოყვარეობა. გამორჩეული ქართველის, სერგო მეტრეველის მიმართ დამოკიდებულება, დაჯილდოება. ის შეხვედრები, რაც დაგეგმილი გვაქვს, მათ შორის პრემიერთან, დემონსტრირებას ახდენს არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების, არამედ იმ მრავალფეროვნების, რასაც მოიცავს ის მრავალი პროექტი, რაშიც ვთანამშრომლობთ. მალე ჩამოვლენ ჩვენი კომიტეტების წარმომადგენლები აქ. მოუთმენლად ველოდები ჩემი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის ისრაელში ჩამოსვლას“, – განაცხადა ოჰანამ.