ამერიკულმა კომპანიამ ირანული ნავთობტანკერი სირიის პორტთან დააფიქსირა
ამერიკულმა კომპანიამ ირანული ნავთობტანკერი სირიის პორტთან დააფიქსირა

ამერიკულმა კომპანიამ ირანული ნავთობტანკერი სირიის პორტთან დააფიქსირა, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. კომპანია „მაქსარ ტექნოლოჯის“ მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოში ჩანს, რომ ირანის ნავთობტანკერი სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსთან ძალიან ახლოს იმყოფება.

ირანის ნავთობტანკერი „ადრიანა დარია ერთი“ 4 ივლისს გიბრალტარმა დააკავა. მიზეზი ირანის მიერ ევროკავშირის სანქციების დარღვევა იყო. როგორც გიბრალტარმა მაშინ განაცხადა, ტანკერს ნავთობი სირიაში მიჰქონდა, რაც ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა.

გიბრალტარმა ნავთობმზიდი 15 აგვისტოს გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ტანკერი ნავთობს სირიაში არ ჩაიტანდა.

რამდენიმე დღის წინ კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ტანკერი შავ სიაში შეიყვანა.