ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა
ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა

ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა. ოსკარის 92-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის სტატუსის მოპოვებას ცხრა ფილმი შეეცდება. ამ ნომინაციაში მოხვდნენ ფილმები – „ერთხელ ჰოლივუდში”, „ირლანდიელი“, „პარაზიტი“, „1917“, „ქორწინების ამბავი“, „კურდღელი ჯოჯო“, „ჯოკერი“, „პატარა ქალები“, „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებულები არიან: სინტია ერაივო, სკარლეტ იოჰანსონი, შარლიზ ტერონი, რენე ზელვეგერი და სირშა რონანი.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსისთვის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ხოაკინ ფენიქსი, ადამ დრაივერი, ლეონარდო დიკაპრიო, ანტონიო ბანდერასი და ჯონათან ფრაისი.

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელდნენ: მარტინ სკორსეზე ფილმისთვის „ირლანდიელი“, ქვენტინ ტარანტინო ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“, ჯო ჰო ბონგი ფილმისთვის „პარაზიტი“, სემ მენდესი ფილმისთვის „1917“ და ტოდ ფილიფსი ფილმისთვის „ჯოკერი“.

ნომინაციებით ლიდერობს „ჯოკერი“ – ფილმი 11 ნომინაციაში მოხვდა, ხოლო 10 -10 ნომინაციაში დასახელდნენ ფილმები „ერთხელ ჰოლივუდში“, „ირლანდიელი“ და „1917“.

ოსკარების რიგით 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, დოლბის თეატრში გაიმართება.