ამერიკულმა გამოცემა „თაიმმა“ დეკემბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა წარწერით - 2020, ყველაზე ცუდი წელი
ამერიკულმა გამოცემა „თაიმმა“ დეკემბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა წარწერით - 2020, ყველაზე ცუდი წელი

ამერიკულმა გამოცემა „თაიმმა“ დეკემბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა წარწერით – 2020, ყველაზე ცუდი წელი.

გამოცემა საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე 2020 წლის შესახებ წერს.

„ამერიკის ისტორიაში უარესი წლებიც ყოფილა და ნამდვილად ყოფილა უარესი წლები მსოფლიო ისტორიაშიც, თუმცა ჩვენს უმრავლესობას, მათ ვინც ახლა ვცხოვრობთ, მსგავსი არაფერი გვინახავს. თქვენ 100 წელზე უფროსი უნდა იყოთ, რომ გახსოვდეთ პირველი მსოფლიო ომის საშინელება და 1918 წლის პანდემია. დაახლოებით, 90-ის უნდა იყოთ, რომ გამოგეცადათ ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დიდმა დეპრესიამ მოიტანა და 80 წლის რომ მეორე მსოფლიო ომი და მისი საშინელებები გახსოვდეთ. თუმცა, დანარჩენებს ამ ყველაფრისთვის მომზადების შესაძლებლობა არ გვქონია-განმეორებითი ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც გვაჩვენებს, თუ როგორ ვუღალატეთ ბუნებას, ფანტაზიის გამო გაპროტესტებული არჩევნები და ვირუსი, რომელიც შესაძლოა ღამურისგან გავრცელდა და პლანეტაზე თითქმის ყველას სიცოცხლე თავდაყირა დააყენა, ხოლო დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, – წერს „თაიმი“.