ამერიკული სანქციების გამო, რუსეთის 50-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში თითქმის 12 მილიარდი დოლარი დაკარგა
ამერიკული სანქციების გამო, რუსეთის 50-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში თითქმის 12 მილიარდი დოლარი დაკარგა

ამერიკული სანქციების გამო, რუსეთის 50-მა უმდიდრესმა ადამიანმა ერთ დღეში თითქმის 12 მილიარდი დოლარი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ მედიაჰოლდინგი РБК „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ახალმა სანქციებმა რუსეთის საფონდო ბირჟებზე ვარდნა და რუსეთის უმდრირესი მოქალაქეების კაპიტალის სერიოზული შემცირება გამოიწვია.

ყველაზე დიდი ზარალი კი ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას მიადგა. კოპანია „რუსალის“ აქციების ღირებულების მკვეთრი შემცირების გამო მისი ქონება თითქმის მეოთხედით, ანუ 1,3 მილიარდი ევროთი შემცირდა. ვიქტორ ვეკსელბერგმა 908 მილიონი დდოლარი დაკარგა, დეპუტატმა და ბიზნესმენმა სულეიმან კერიმოვმა კი 813 მილიონი დოლარით იზარალა.

„შავი სიის“ ფიგურანტებს შორის, ანდრეი სკოჩმა, ფობსის გათვლით, 106 მილიონი დოლარით გაღარიბდა, ვლადიმერ ბოგდანოვმა კი 47 მილიონი დოლარი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ „ფორბსის“ მონაცემებით, სანქციებს იგორ როტენბერგმა და კირილ შამალოვის კაპიტალზე არ უმოქმედია.

9 აპრილს საფონდო ბირჟაზე ვარდნის გამო, ასევე სერიოზული დანაკარგი განიცადეს ლეონიდ მიხელსონმა – 755 მილიონი დოლარი, გენადი ტიმჩენკომ – 716 მილიონი დოლარი, რომან აბრამოვიჩმა – 534 მილიონი დოლარი.

შეგახსენებთ, 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციები 38 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესდა. „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი, „გაზპრომის“ ხემძღვანელი ალექსეი მილერი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, დეპუტატი და ბიზნესმენი სულეიმან კერიმოვი, რუსეთის დუმის წევრი მილიონერი ვლადისლავ რეზნიკი, ბიზნესმენები იგორ როტენბერგი, ოლეგ დერიპასკა და სხვა პირები.