ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა
ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა

ამერიკული სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ამ ხომალდის შავ ზღვაში პირველი ვიზიტია 2021 წელს.

„დონალდ კუკი“ იმუშავებს პარტნიორებთან, რათა რეგიონში საზღვაო უსაფრთხოება დაცული იყოს“, – ნათქვამია აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.