ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსულმა სუ-35-მა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მათ ავიაგამანადგურებელს გზა სამჯერ გადაუჭრა
ამერიკული მხარის ინფორმაციით, რუსულმა სუ-35-მა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მათ ავიაგამანადგურებელს გზა სამჯერ გადაუჭრა

რუსულმა სუ-35-მა ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ამერიკულ ავიაგამანადგურებელს გზა სამჯერ გადაუჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მეექვსე ფლოტი ავრცელებს.

ამერიკული მხარის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი მაღალი რისკის შემცველი იყო.

„რამდენადაც რუსული საჰაერო ხომალდი ოპერირებს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ეს ურთიერთქმედება უპასუხისმგებლო იყო. ინციდენტების პრევენციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათგან საერთაშორისო სტანდარტებით დაწესებულ შესაბამის ქცევას მოველით“, – აღნიშნულია მეექვსე ფლოტის განცხადებაში, რომლის ინფორმაციით, ამერიკული მხარის კუთვნილ ავიაგამანადგურებელსა და ეკიპაჟს რუსეთმა საფრთხე შეუქმნა.