ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდში ადასტურებენ, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდში ადასტურებენ, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდში ადასტურებენ, რომ უკრაინის არმიამ რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორი უკრაინელი ოფიციალური პირი, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო წრის წყარო ადასტურებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის აქტიური ეტაპი მიმდინარეობს.

პარალელურად, „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ უკრაინის არმიის წარმომადგენლები ადასტურებენ შეტევით ოპერაციას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს.