ამერიკული მედიის ინფორმაციით ტაირონ ლუ ლუკ ვოლტონს ესაუბრა
ამერიკული მედიის ინფორმაციით ტაირონ ლუ ლუკ ვოლტონს ესაუბრა

სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბრები „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელის ლუკ ვოლტონის გუნდიდან წასვლის შესახებ.

ლოს ანჯელესური გუნდის თავკაცი დიდი ალბათობით რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ვოლტონის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება. მათ შორის არის „კლივლენდ კავალიერსის“ ყოფილი ხელმძღვანელი ტაირონ ლუ, რომელიც ამერიკული მედიის ინფორმაციით პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატია.

ატლეტიკსის“ (The Athletic) ჟურნალისტის ბილ ორამის ინფორმაციით, ტაირონ ლუს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ლუკ ვოლტონთან. კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მწვრთნელებმა ერთმანეთში უცნობია, თუმცა წყაროს ცნობით ლუმ ვოლტონს აუწყა, რომ მას ჯერჯერობით „ლეიკერსიდან“ არავინ დაკავშირებია.