ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში იუსტიციის დეპარტამენტი კონგრესმენებსა და ჟურნალისტებს უთვალთვალებდა
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში იუსტიციის დეპარტამენტი კონგრესმენებსა და ჟურნალისტებს უთვალთვალებდა

აშშ-ის კონგრესის იუსტიციის საქმეთა კომიტეტი იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან კონგრესმენებისა და ჟურნალისტების სავარაუდო თვალთვალის საქმის გამოძიებას იწყებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერი ამბობს, ინციდენტები შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან და შეშფოთებას იწვევს, რადგან კონსტიტუციასთან და ძალაუფლების დაყოფასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ნადლერი არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ მეთოდით პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძოდა. მისივე თქმით, აუცილებელია, საქმის დეტალები ცნობილი გახდეს და დამნაშავეები დაისაჯონ.

ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, თეთრი სახლის ლიდერმა საიდუმლოდ მიიღო წვდომა ჟურნალისტების სატელეფონო საუბრებთან და დემოკრატიული პარტიის კონგრესმენების პირად მონაცემებთან.