ამერიკული მედიის ცნობით, ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის
ამერიკული მედიის ცნობით, ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის

ამერიკული მედიის ცნობით, ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ენ-ბი-სიავრცელებს. მათი ცნობით, რაფაჰის გამშვები პუნქტი, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნება და ის სულ მცირე ორი საათი იქნება ღია.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ეგვიპტე გახსნის რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, დატოვონ ღაზის სექტორი და ამავე დროს რაფაჰის პუნქტის გავლით ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევა.

ჰუმანიტარული ჯგუფები უკვე დიდი ხანი, მოუწოდებენ ეგვიპტის ხელისუფლებას, გახსნას ღაზასთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რათა ღაზაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა მოხერხდეს.