ამერიკული მედია - ამ სეზონში ბითაძის თამაშმა, შესაძლოა, შეცვალოს „ინდიანას“ მომავალი #1TVSPORT
ამერიკული მედია - ამ სეზონში ბითაძის თამაშმა, შესაძლოა, შეცვალოს „ინდიანას“ მომავალი #1TVSPORT

​საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ ახალგაზრდა ცენტრი, გოგა ბითაძე ყველა თამაშში ამტკიცებს, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, რადგან თითოეულ წამს მაქსიმალურად იყენებს და შეტევასთან ერთად, დაცვაშიც პროგრესირებს. 21 წლის კალათბურთელის პოტენციალი დღითიდღე იზრდება და ეს, რა თქმა უნდა, არც ამერიკულ მედიას გამორჩენია. 

ცნობილმა გამოცემამ 8points9seconds-მა გოგას ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელიც „ტვიტერზე“ საკმაოდ საინტერესო სათაურით არის წარმოდგენილი, – ამ სეზონში ბითაძის თამაშმა, შესაძლოა, შეცვალოს „ინდიანას“ მომავალი. სტატიის ავტორი კი ბითაძესპეისერსის“ სასტარტო შემადგენლობის წევრად ასახელებს და ლიეტუველი კალათბურთელის, დომანტას საბონისის და მაილს ტერნერის დუეტის დაშლაზეც საუბრობს.  8points9seconds-ის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„სეზონის ბოლოს „ინდიანა პეისერსს“ არაერთი საკითხის გარჩევა მოუწევს და შემადგენლობასთან დაკავშირებით მრავალ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი. ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი არის – რა უნდა მოუხერხონ საბონისი-ტერნერის დუეტს? ამ პრობლემის მოგვარება მარტივი იქნება იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად არჩეული გოგა ბითაძე გააგრძელებს თავისი უნარების წარმოჩენას. ამის შესაძლებლობა კი მას საბონისისა და ტერნერის ტრავმების გამო ექნება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაილს ტერნერი ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს, გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობის წევრად უნდა განიხილებოდეს, რადგან გუნდს შემადგენლობიდან გამომდინარე სხვა არჩევანი არ აქვს და თან გოგას პოტენციალი იზრდება.

რა შემატა გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსს

რა თქმა უნდა, გოგას სროლის პროცენტი ყოველთვის კარგად არ გამოიყურება, მაგრამ ერთი რამ, რის გამოც ის ყურადღებას იქცევს, არის ის ძალისხმევა და უნარები, რაც ფარის დამცველს უნდა ჰქონდეს. ის შეიძლება ფარზე ისე არ თამაშობდეს, როგორც მაილს ტერნერი, მაგრამ 211 სანტიმეტრის 21 წლის კალათბურთელს, რომელიც 114 კგ-ს იწონის, თამაშის კარგი შეგრძნება აქვს და მოედნის ორივე მხარეს ფარქვეშ ანგარიშგასაწევი ძალაა.

ის, შესაძლოა, კარგად არ ისროდა „სან ანტონიოსთანმატჩში (7-დან 1 ჩააგდო), მაგრამ ჰქონდა 5 დაფარება და ფარის დამცველის როლი კარგად მოირგო, რაც ტერნერის არყოფნაში გუნდს აკლია.

ბითაძემ გვაჩვენა, რომ მას აქვს ბლოკშოტერის უნარები. მან ფიზიკურადაც მოუმატა. გოგა მოხსნებში დიდი ძალაა და კარგი ბლოკების დაყენებით გუნდელებს შეტევის განვითარებაში ეხმარება. თუ ის სროლასაც გააუმჯობესებს, მას შეეძლება გამოიმუშაოს წუთები სასტარტოში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი მნიშვნელობა გაიზრდება, რადგან „ინდიანას“ საშუალება ექნება ტერნერი-საბონისის დუეტიდან, რომელიმე გაცვალოს.

 

რა იქნება სამომავლოდ

გოგას სავარაუდო პროგრესი „ინდიანასთვის“ სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება. თუ ბითაძე, რომელიმე „მაღალს“ კარგად შეცვლის ან თუ კომფორტულად აგრძნობინებს გუნდს თავს სათადარიგოდან გამოსვლის შემდეგ, ეს მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

დომანტას საბონისის გაცვლით, „ინდიანას“ შესაძლებლობა ექნება შექმნას მომავლის გუნდი, სადაც იქნებიან ედმონდ სამერი, გოგა ბითაძე და ოშე ბრისეტი.

ბითაძე ფარის კარგი დამცველია. ეს კი „ინდიანას“, თანამედროვე გუნდის შესაქმნელად, საბონისის გაცვლის გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს.“