ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა სომხეთში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ადგილმდებარეობა შეისწავლეს

17:08, 10.07.2026

ამერიკული კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებმა სომხეთში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ადგილმდებარეობა შეისწავლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„გასულ კვირას სომხეთში ამერიკული საინჟინრო და საკონსულტაციო ფირმა AECOM-ის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ.

AECOM-ის გუნდმა და სომხეთის მთავრობის პარტნიორებმა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ადგილმდებარეობა შეისწავლეს რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ურთიერთკავშირს და რეგიონულ ინტეგრაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი