ამერიკული გამოცემა წერს, რომ გაზაფხულზე გიორგი გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე მიანიშნებს
ამერიკული გამოცემა წერს, რომ გაზაფხულზე გიორგი გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე მიანიშნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემის, „ჰილის“ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის თანახმად, ვაშინგტონში ქართველი მაღალჩინოსნების მოსალოდნელმა ვიზიტებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წინსვლას.

გამოცემა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, ასევე პრემიერ გიორგი გახარიას მოსალოდნელ ვიზიტებზე ამახვილებს ყურადღებას.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომდევნო კვირას „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ (National Prayer Breakfast) დაესწრება და კაპიტოლიუმში კონგრესის მნიშვნელოვან წევრებთან შეხვედრას გამართავს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს, დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას – გლობალური რელიგიური თავისუფლება ამერიკის ახლო მოკავშირეებთან ერთად, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხარდაჭერით იმართება. გაზაფხულზე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი ვაშინგტონში მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამერიკულმა გამოცემამ „ჰილი“ სათაურით – „ამერიკას სჭირდება საქართველოსნაირი სანდო მოკავშირე“ სტატია გამოაქვეყნა.