ამერიკული გამოცემა - ბითაძეს „რეპტორსის“ დასაინტერესებლად საკმარისი პოტენციალი აქვს #1TVSPORT
გოგა ბითაძემ „ოკლაჰომასთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ „ინდიანა პეისერსის“ ზედიზედ 2 შეხვედრა გამოტოვა. ჯერჯერობით, უცნობია რამდენ შეხვედრას გამოტოვებს გოგა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ბითაძეს ამ ტრავმამდე შესანიშნავი შეხვედრები ჰქონდა და გასაკვირი არ იქნება, თუ NBA-ის სხვადასხვა გუნდების ყურადღება მიიქცია.
ამერიკულმა გამოცემამ, raptorsrapture-მა „ტორონტო რეპტორსს“ ქართველი კალათბურთელის არჩევა ურჩია. ავტორი აღნიშნავს, რომ გოგას საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ კანადური გუნდი დააინტერესოს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
„დრაფტზე მე-18 ნომრად არჩევის შემდეგ, გოგა ბითაძემ იმედები ვერ გაამართლა, მაგრამ შეგვიძლია, რომ ამაში ის დავადანაშაულოთ? თუ გავითვალისწინებთ გუნდში მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის ყოფნას და დრაფტზე აიზია ჯექსონის დამატებას, „პეისერსის“ მხრიდან ბითაძის დატოვება მეოთხე სეზონში არალოგიკურია.
ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც მისი „პეისერსიდან“ წაყვანა შეუძლია „ტორონტო რეპტორსია“, რადგან მაღალი კალათბურთელი არ ჰყავთ. ბითაძის განვითარებამ სტაგნაცია განიცადა, მაგრამ შეტევაში საკმარისი მუშაობის შემდეგ, შესაძლოა, მისი დამატება და როტაციაში ჩასმა ღირდეს.
„ტორონტო რეპტორსი“, შესაძლოა, ბითაძით დაინტერესებული იყოს
ბითაძეს ფრეშეს აჩიუვასა და კემ ბირჩთან კონკურენცია ექნება. მაგრამ ბირჩის სათამაშო დრო, დიდი ალბათობით, შემცირდება. ეს არის რისკი, რომელზეც უნდა წავიდეს „ტორონტო“ თუ ბითაძის სჯერათ.
ბითაძის გადაყვანა ძვირი არაა – ის ვერ მოაგვარებს ფარქვეშ დაცვის პრობლემებს, მაგრამ მას საკმარისი პოტენციალი აქვს „რეპტორსის“ დასაინტერესებლად. მასაი უჯირის („ტორონტო რეპტორსის“ პრეზიდენტი) პირველ წრეში არჩეული კალათბურთელების აყვანა უყვარს, რადგან იმედი აქვს, რომ გარკვეულ ნახტომს გააკეთებენ თავის კარიერაში, შესაბამისად ბითაძე, შესაძლოა, მისთვის კარგი ვარიანტი იყოს.“