ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) კლუბ „არიზონა კარდინალსის“ მცველი ჯონ შოუ მინიმუმ ერთი სეზონით არის დისკვალიფიცირებული ბეთინგის წესების დარღვევის გამო.
გამოძიებამ ვერ იპოვნა იმის მტკიცებულება, რომ შოუ თავისი გუნდის მატჩებზე დებდა ფსონებს, მაგრამ NFL-ის მოთამაშეებს ეკრძალებათ სპორტზე ნებისმიერი ფსონების კეთება, – იტყობინება ESPN.
„ლიგის გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ შოუ თანხებს დებდა თავისი კლუბის მატჩებზე, რითაც მოგებას პოულობდა გუნდის შიგნით არსებული ინფორმაციის წყალობით. ასევე ვერ იპოვნეს ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პარტნიორებმა და მწვრთნელებმა იცოდნენ შოუს თამაშისადმი მიდრეკილებაზე“, – წერია ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.
ფეხბურთელი ვერ დაბრუნდება სპორტში 2021 წლის 15 თებერვლამდე, ასე რომ, 27 წლის მცველი გამოტოვებს 2020 წლის მთელს სეზონს.
ლიგის ხელმძღვანელობამ გაარკვია, რომ შემოდგომაზე შოუ ვეგასის კაზინოს სტუმრობდა და იქ ფსონებს აკეთებდა.
NFL-ის ბოლო ფეხბურთელი, ვინც აზარტული თამაშების გამო თამაშს ჩამოაცილეს, 1996 წელს „ბალტიმორის“ მცველი ჯონ სტარკი იყო.