ამერიკულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია
ამერიკულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია

ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოდერნაში“ აცხადებენ, რომ დღეს მათთვის „დიდი დღეა“ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შევსებას უახლოეს კვირებში აპირებენ.

კვლევაში, რომელსაც კომპანია „მოდერნა“ ეყრდნობა, 30 000 ადამიანი მონაწილეობდა და ის აშშ-ში ჩატარდა. კვლევაში მონაწილე პირთა ნახევარმა ვაქცინა ოთხკვირიანი ინტერვალით მიიღო. ხოლო დანარჩენებს პლაცებო გაუკეთეს. ანალიზი კი ეფუძნება იმ 95 პაციენტის მონაცემებს, რომლებსაც „კოვიდ-19“ დაუდგინდა.

როგორც აღმოჩნდა, 95 პაციენტიდან კორონავირუსის დიაგნოზი, ვაქცინის მიღების შემდეგ მხოლოდ ხუთ პირს დაუდასტურდა. დანარჩენი 90 შემთხვევა იმ პირებთან გამოვლინდა, რომელთაც პლაცებო მისცეს.

მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ლიცენზიის მიღებიდან მალევე აშშ-ში ხელმისაწვდომი იქნება მათი ვაქცინის 20 მილიონი დოზა. ხოლო მომავალი წლის გეგმა ერთი მილიარდი დოზის წარმოებას ითვალისწინებს, რაც მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელდეს.

დატოვე კომენტარი