ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას და იურისდიქციების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ფასიკო მოჩოჩოკოს სანქციები დაუწესა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, სასამართლო ცდილობს, ამერიკელები თავის იურისდიქციას არალეგიტიმურად დაუქვემდებაროს.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ავღანეთში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს იძიებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, შეერთებული შტატები საერთაშორისო სასამართლოს ჩამოყალიბების დღიდან აკრიტიკებს.