ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დააწესოს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დააწესოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დააწესოს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება. ამერიკული გამოცემის ცნობით, აკრძალვები იმ ინჟინრებს და ფინანასურ კომპანიებს შეეხებათ, რომლებსაც პროექტთან აქვთ შეხება. სანქციები შესაძლოა უახლოეს კვირებში ამოქმედდეს.

The Wall Street Journal-ის ცნობით, რიგი ამერიკელი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები იუწყებიან, რომ სანქციების მთავარი მიზანი ბოლო ფაზაში გადასული პროექტისთვის ხელის შეშლაა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სანქციების დაწესებას მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება უშლის ხელს. შტატების მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, აკრძალვები მხოლოდ ბალტიის ზღვაში მომუშავე კომპანიებს შეეხებათ, თუ ბანკებსაც, რომლებიც პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფენ. ამასთან ერთად, სტატიაში აღნიშნულია, რომ შესაძლო აკრძალვების შესახებ ევროკავშირი უკვე ინფორმირებულია.

ამერიკის შეერტებული შტატები პროექტ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა. ვაშინგტონში შიშობენ, რომ მასშტაბური პროექტი ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. ამასთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კრემლს პოლიტიკურ ძალასაც მისცემს.