ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და აბდულა აბდულას შეხვდება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ავღანეთში ბრიუსელიდან ჩავიდა, სადაც ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის საკითხი იყო.

ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

დატოვე კომენტარი