ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს ამერიკელი პასტორის დაკავების გამო სანქციებით ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს ამერიკელი პასტორის დაკავების გამო სანქციებით ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამერიკელი პასტორის გათავისუფლებისთვის დრო 8 აგვისტომდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური ვაშინგტონი თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით იმუქრებოდა.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვისპირა ქალაქ ტრაპიზონში, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ამერიკელი პასტორი ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზია. ცოტა ხნის წინ თურქეთში ედნრიუ ბრანსონი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. მას 35 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ოფიციალური ანკარა ამერიკელი პასტორის გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ში მცხოვრები თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირებას ითხოვს. მას ოფიციალური ანკარა 2016 წელს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. თუმცა აღნიშნულ წინადადებას ოფიციალური ვაშინგტონი არ თანხმდება.