ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმებს აგრძელებს
ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმებს აგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აშშ-ის მიერ ბანდარ-აბასში საკომუნიკაციო კოშკზე თავდასხმის შედეგად შვიდი პირი დაშავდა. გაითიშა ელექტროენერგიაც.
ამასთან, Tasnim-ის ინფორმაციით, აშშ-ის ავიაციამ სარაკეტო იერიში მიიტანა ირანის ირანშაჰრის აეროპორტზე.
საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით კი, თავდასხმის სავარაუდო ობიექტი აღმოჩნდა ბანდარ აბასსა და შირაზს შორის დამაკავშირებელი ხიდიც. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 23:30-ზე განხორციელდა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ძალებმა ირანზე იერიში განაახლეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სარდლობა ადასტურებს, რომ უკვე მეხუთე ღამეა, რაც ირანზე იერიში გრძელდება. მათივე თქმით, დარტყმები მიზნად ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს.