ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, რომ წლის ბოლომდე ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი შეამციროს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, 2020 წლის ნოემბრისთვის ავღანეთში 5 000-ზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო დარჩება.

ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ ტელეკომპანია „ფოქსნიუსის“ ეთერში პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ისაუბრა.

ამ ეტაპზე, ავღანეთში 8 600-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.