ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში დაბრუნდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში დაბრუნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში დაბრუნდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკა რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუს შემდეგ დაიძაბა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო აუცილებლად აგებს პასუხს.

ბაიდენის ამ განცხადებას პუტინმა ასე უპასუხა, „ბავშვობაში, როდესაც ბავშვები ეზოში კამათობდნენ, ერთმანეთს შემდეგი ფრაზით მიმართავდნენ, ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“.