ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

პრეზიდენტმა ყველა სახელმწიფო უწყებასა და საზღვარგარეთ არსებული საელჩოების შენობებზე, ასევე ამერიკულ ხომალდებზე, ეროვნული დროშის სანახევროდ დაშვების განკარგულებას ხელი მოაწერა.

„ჩვენი ერი მათთან ერთად გლოვობს, ვინც პარკლანდში მარჯორი სთოუნმენ დუგლასის სკოლაში ძვირფასი ადამიანები დაკარგა“, – ვკითხულობთ დონალდ ტრამპის განკარგულებაში.

საშუალო სკოლაზე თავდასხმა ოთხშაბათს შუა დღეს განხორციელდა. ამავე სკოლის ყოფილმა მოწაფემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაყვანილია 20-მდე პირი. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციამ სკოლის ტერიტორიაზევე დააკავა.