ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება იმართება
ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება იმართება

ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება იმართება.

ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი ესწრებიან.

საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში უკრაინის თემატიკის სხვადასხვა ნივთები იყიდება. ღონისძიების მონაწილეებს შეუძლიათ, შეიძინონ უკრაინელი ფოტოგრაფების ნამუშევრებიც.

საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული თანხა უკრაინის საელჩოს ანგარიშზე გადაირიცხება. გარდა ამისა ამერიკის სავაჭრო პალატას საელჩოს ანგარიშზე უკვე გადარიცხული აქვს 125 000 ლარი

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის კიდევ ერთი დასტურია.

„დღეს 50 დღეა, რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხისადმი ამ საშინელი აგრესიის. ჩვენ, ყველანი ვეძებთ გზებს, როგორ დავეხმაროთ უშიშარ უკრაინელ ხალხს, რომლებიც ასე გმირულად იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის და სუვერენიტეტისთვის.

დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ არის სოლიდარობის კიდევ ერთი დადასტურება. ეს არის ქართული და ამერიკული ბიზნესორგანიზაციების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.