ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ ხუან გაუაიდოს მხარდამჭერი ვენესუელას მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა
ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ ხუან გაუაიდოს მხარდამჭერი ვენესუელას მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ ხუან გაუაიდოს მხარდამჭერი ვენესუელას მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხუან გუაიდოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას, გუსტავო ტარეს კენჭისყრის დროს მხარი 18-მა წევრმა დაუჭირა, ცხრა მის წინააღმდეგ გამოვიდა, ექვსმა კი, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ხუან გუაიდომ უზურპაციის შეწყვეტის სიმბოლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ვენესუელაშიც უნდა აღმოიფხვრას.

მოგვიანებით, ნიკოლას მადუროს გადაწყვეტილებით, ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადა.

დატოვე კომენტარი