ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა შსს-ს 15 000 დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების სამედიცინო საშუალებები გადასცა
ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა შსს-ს 15 000 დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების სამედიცინო საშუალებები გადასცა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC) 15 000 დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ხალათები და კომბინიზონები, ასევე ინფრაწითელი თერმომეტრები გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს), რათა საქართველოს COVID-19 პანდემიის მართვის ძალისხმევაში დაეხმაროს.

„ODC შსს-ს დიდი ხნის პარტნიორია და მრავალი მიმართულებით ეხმარება სამინისტროს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამართავ და საპასუხო მომზადებაში და საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.