ამერიკის საელჩომ ცესკო-ს 73 000 დოლარის ღირებულების ხელთათმანები, სახის დამცავი ფარები და დეზინფექციის საშუალებები გადასცა
ამერიკის საელჩომ ცესკო-ს 73 000 დოლარის ღირებულების ხელთათმანები, სახის დამცავი ფარები და დეზინფექციის საშუალებები გადასცა

საქართველოში ამერიკის საელჩომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირადი დამცავი აღჭურვილობის ბოლო პარტია გადასცა.

აღნიშნული დახმარება აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროექტის ფარგლებში გაიცა და მოიცავს 73 000 დოლარის ღირებულების ლატექსის ხელთათმანებს, სახის დამცავ ფარებსა და დეზინფექციის საშუალებებს.

„საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას.
აღჭურვილობა ცესკო-ს დაეხმარება, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს“, – აცხადებენ საელჩოში.