ამერიკის კოლეჯების საკალათბურთო ლიგა | გიგი ნაცვლიშვილის 19 ქულა „ჯექსონ სტეიტთან“ #1TVSPORT
ამერიკის კოლეჯების ლიგაში საუკეთესო მატჩი გამართა გიგი ნაცვლიშვილმა, რომელიც „ვინსროპ იგლსის“ ღირსებას იცავს. მისი გუნდი „ჯექსონ სტეიტთან“ დაძაბულ ბრძოლაში 72:76 დამარცხდა.
გიგიმ 28 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მის ანგარიშზე 9-დან 4 ორქულიანი და 19-დან 11 საჯარიმოა.
„ვინსროპ იგლსს“ მიმდინარე სეზონში 4 მატჩი აქვსჩატარებული, თუმცა მოგება ჯერ არ აქვს.