ამერიკელმა სენატორებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები მოამზადეს
ამერიკელმა სენატორებმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები მოამზადეს

ამერიკელმა სენატორებმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციები მოამზადეს. სენატორების ჯგუფი გამოდის ინიციატივით, რომ ნავალნიზე თავდასხმაში გარეულ რუსეთის ოფიციალურ პირებს პერსონალური სანქციები დაუწესდეს. შესაბამისი კანონპროექტის ავტორი დემოკრატი სენატორი კრის კუნია.

პროექტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა რუსეთმა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა. შემდეგ კი პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება რუსეთის მოქმედი ოფიციალური პირების სახელები, რომელთაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლასთან ან ამ ფაქტის დამალვასთან აქვთ კავშირი. აღნიშნული პირების ანგარიშებს დააყადაღებენ და მათ აშშ-ში ჩასვლა აეკრძალებათ.

ამასთან, სენატორების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს ვლადიმერ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირების კორუფციული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის ჯერ ომსკის და შემდეგ ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექიმების დასკვნით, რუსი ოპოზიციონერი ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ნავალნი 32 დღე კომაში იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. 22 სექტემბერს ნავალნი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს. ექიმები ამბობენ, რომ რუსი პოლიტიკოსის სრულად გამოჯანმრთელება შესაძლებელია.