ამერიკელმა კონგრესმენებმა წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს
ამერიკელმა კონგრესმენებმა წარმომადგენლობით პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს

აშშ-ს ახლად არჩეული კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ახალმა თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ჯერალდ კონელიმ და რესპუბლიკელმა კონკრესმენმა ადამ კისინგერმა, კიდევ ერთხელ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ეს ფაქტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განახლებული შემადგენლობით, ორივე პალატაში, საქართველოს საკითხი პრიორიტეტული საკითხების დღის წესრიგში დგას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გამოვუცხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და ახალ თანათავმჯდომარეებს ორივე პარტიიდან. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს აქვს მყარი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ს საკანონმდებლო ხელისუფლებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.