ამერიკელმა კონგრესმენებმა ფოთის პორტში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს
ამერიკელმა კონგრესმენებმა ფოთის პორტში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს

ამერიკელმა კონგრესმენებმა ფოთის პორტში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს.

„ფოთის ახალი პორტი „პეის ტერმინალსი“ 18 თვეში მიიღებს გემებს, რომლებსაც ექნებათ საშუალება, მინიმუმ 50 000 ტონა ტვირთამწეობის ტვირთი გაიტანონ ექსპორტზე ამერიკის, კანადის, სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, რაც გამოიწვევს ტარიფების დაწევას და იგი ბევრად უფრო მისაღები იქნება დამკვეთებისთვის. ამერიკული ინვესტიციის განხორციელება გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, მოიტანს 2 000-მდე სამუშაო ადგილს და ცხადია, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს“, – განაცხადა „პეის ტერმინალსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოსო დოლიძემ.

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი