ამერიკელმა ფეხბურთელმა მოედნის მიკროფონი პოლიტიკური განცხადებისთვის გამოიყენა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებისა და „ფილადელფიას“ ფეხბურთელმა ალეხანდრო ბედოიამ თავისი ერთ-ერთი გოლი ორიგინალური ხერხით აღნიშნა. მან მოედნის კიდესთან მდგარ ერთ-ერთ მიკროფონთან მიირბინა და კონგრესმენებს მოსთხოვა, რომ ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობის ფაქტები შეაჩერონ.
ბედოიას ეს ჟესტი დაკავშირებულია რამდენიმე დღის წინ ტეხასისა და ოჰაიოს შტატებში მომხდარ ტრაგედიებთან, რომელთა დროსაც 29 ადამიანი მოკლეს.
„კონგრესმენებო, გააკეთეთ რამე სასწრაფოდ. დაასრულეთ ეს ძალადობა“, – დაიყვირა 32 წლის ბედოიამ მიკროფონში.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მასში ბედოიას „ფილადელფიამ“ უეინ რუნის „დი-სი იუნაიტედი“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა.