ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ისრაელის ირანზე თავდასხმის თანამონაწილეა, ტრამპმა კი მას „გიჟი“ უწოდა
ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ ის ისრაელის ირანზე თავდასხმის თანამონაწილეა.
კარლსონის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, აშშ ომში ჩაითრიოს.
„მომდევნო მოვლენები განსაზღვრავს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას“, – განაცხადა ტაკერ კარლსონმა.
ამერიკელი ჟურნალისტის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
„ვინმემ აუხსენით გიჟ ტაკერ კარლსონს, რომ არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი!“ – წერს დონალდ ტრამპი.
როგორც მედია წერს, ტაკერ კარლსონი, დიდი ხანია, ტრამპის მხარდამჭერია, თუმცა მისი რიტორიკა ბოლო დროს მკვეთრად შეიცვალა.