ამერიკელი სენატორი კირსტენ ჯილიბრანდი წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა
ამერიკელი სენატორი კირსტენ ჯილიბრანდი წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა. ნიუ იორკის დემოკრატმა სენატორმა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაზე უარი განაცხადა. განცხადება ჯილიბრანდმა „ტვიტერით“ გაავრცელა.
„დღეს მე ვასრულებ საპრეზიდენტო კამპანიას. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩვენი მიღწევებით. მაგრამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ სად მოუტანს ქვეყანას შენი სამსახური მეტ სარგებელს“, – წერს ჯილიბრანდი.
„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, სენატორმა ჯილიბრანდმა დემოკრატების მესამე ტელედებატებში მონაწილეობისთვის საჭირო კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. კერძოდ, მან ვერ შეძლო დემოკრატი ამომრჩევლების ორ პროცენტზე მეტის მხარდაჭერის მოპოვება და ფინანსური შემოწირულობების დადგენილი ოდენობის მიღება.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის მორიგი დებატები 12-13 სექტემბერს ჰიუსტონში გაიმართება.