ამერიკელი სენატორი დონალდ ტრამპს სტალინიზმში ადანაშაულებს
ამერიკელი სენატორი დონალდ ტრამპს სტალინიზმში ადანაშაულებს

ამერიკელი სენატორი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სტალინიზმში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

კონგრესმენი ჯეფ ფლეკი დონალდ ტრამპს იმის გამო აკრიტიკებს, რომ პრეზიდენტი ტერმინს „ხალხის მტერი“ იყენებს.

როგორც ფლეკი აღნიშნავს, ამ ფრაზას ხშირად სტალინი იყენებდა.

სენატორის თქმით, დონალდ ტრამპი ტერმინს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ იყენებს.

„როდესაც პოლიტიკოსი მედიასაშუალებას, რომელიც მას არ აწყობს, ყალბს უწოდებს, ეჭვს უნდა იწვევდეს სწორედ ეს ადამიანი და არა პრესა“, – განაცხადა სენატორმა.

ჯეფ ფლეკის თქმით, დონალდ ტრამპის ეს განცხადებები მეტყველებს ამერიკული დემოკრატიის მდგომარეობაზე, როდესაც პრეზიდენტი თავისი მტრების აღმნიშვნელად იყენებს სიტყვებს, რომლებსაც იოსებ სტალინი იყენებდა.